თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ანდრის სპრუდსის პოსტიდან წასვლას წინ უძღოდა ლატვიის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნა, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შეფრინდნენ. ინციდენტი ლატვიაში ხუთშაბათს მოხდა.
მომხდარის გამო, მინისტრის გადადგომა პრემიერმა მოითხოვა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დრონების საწინააღმდეგო სისტემების განლაგების დაგვიანებაში დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ახალ მინისტრად არმიის პოლკოვნიკი რაივის მელნისი უკვე დანიშნა.