დონლად ტუსკი: პოლონეთი უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნას არ აპირებს

დონალდ ტუსკი

პოლონეთი უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნას არ აპირებს. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.

ტუსკის თქმით, პოლონეთი საკუთარ თავზე უკრაინის ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას აიღებს.

„პოლონეთი არ აპირებს ომის შემდგომ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას, მაგრამ სწორედ პოლონეთი იქნება პასუხისმგებელი უკრაინის ლოგისტიკური მხარდაჭერის ორგანიზებაზე. პოლონეთი ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნატოს საზღვრის დაცვაში ბელარუსთან და კალინინგრადთან“, - თქვა ტუსკმა.