1777927983
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო ზარები ბევრ კითხვას პასუხგაუცემელს ტოვებს - კაია კალასი
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო ზარები ბევრ კითხვას პასუხგაუცემელს ტოვებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის თქმით, რუსეთს არ სურს რაიმე სახის დიალოგში ჩართვა და რუსები უნდა იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ მოჩვენებითიდან რეალურ მოლაპარაკებებზე გადავიდნენ.
„უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ნამდვილად ჩიხშია. სინამდვილეში, იქ არაფერი ხდება. რა თქმა უნდა, როდესაც ვხედავთ პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის ამ სატელეფონო ზარებს და შემდეგ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ღიად აქებს ირანის გმირულ ბრძოლას აშშ-ის წინააღმდეგ. ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთზე რეალურად მეტი ზეწოლაა, რადგან ისინი ირანს ეხმარებიან აშშ-ს წინააღმდეგ ომში?“ – განაცხადა კაია კალასმა.










