დონალდ ტრამპის განცხადებით, „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის გადაცემას ამჟამად არ განიხილავს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ ეტაპზე ის უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰაკვის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ განიხილავს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა რაკეტების მიყიდვასთან დაკავშირებულ გარიგებას, ტრამპმა უპასუხა: „არა, სინამდვილეში არა“, თუმცა, დასძინა, რომ, შესაძლოა, გადაიფიქროს.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონმა თეთრ სახლს აცნობა, რომ აშშ-ს „ტომაჰავკის“ საკმარისი მარაგი აქვს იმისთვის, რომ უკრაინისთვის მათი მიწოდება შესაძლებელი იყოს.