დონალდ ტრამპის განცხადებით, მან არ იცის შეძლებს თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტას

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული იმაში, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტას შეძლებს.

„არ ვიცი. ვერ გეტყვით, მოხდება ეს თუ არა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე, როდესაც ჰკითხეს დარწმუნებულია თუ არა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებას შეძლებს.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დასრულება მისთვის პრიორიტეტულ ამოცანად რჩება. „ვისურვებდი, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა მან.

საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას პრეზიდენტობის პირველივე დღეს გეგმავს. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ აზვიადებდა. მოვალეობების შესრულების დაწყების შემდეგ ტრამპი მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობას ცდილობს. მიმდინარე კვირას მან რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან მორიგი სატელეფონო საუბრები გამართა. კრემლის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა, რადგან პუტინთან „ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია“.