1781384192
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დღეს, 14 ივნისს მოეწერება, ამის შემდეგ კი ჰორმუზის სრუტე გაიხსნება.
„შესაბამის დროს, როდესაც ყველაფერი დამშვიდდება, ჩვენ წავალთ და გამოვიტანთ ბირთვულ მტვერს, რომელიც ღრმად ჩამარხულია გრანიტის მთების ქვეშ, ჩვენი ლამაზი B-2 ბომბდამშენებისა და მათი ბრწყინვალე პილოტების მიერ გავაზავებთ და გავანადგურებთ მას, იქნება ეს ირანში თუ აშშ-ში. ველოდებით თანამშრომლობას ირანთან და მთელ ახლო აღმოსავლეთთან დიდი ხნის განმავლობაში. ვიმედოვნებ, ეს პროცესი იქნება სწრაფი, მარტივი და გლუვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ალტერნატივები, რომლებიც, ვიმედოვნებ, აღარასდროს იქნება გამოყენებული“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.












