იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
1755328793
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გათვალისწინებით, ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ განიხილავს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ანკორიჯში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რაც დღეს მოხდა, ვფიქრობ, ამაზე ფიქრი ახლა არ მჭირდება. შესაძლოა, ამაზე ფიქრი ორ ან სამ კვირაში მომიწიოს, თუმცა, ახლა ამაზე ფიქრი არ გვჭირდება. ვფიქრობ, იცით, რომ შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, 10-ბალიანი შკალით რამდენით შეაფასებდით რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მას 10 ქულით შეაფასებდა.
შეგახსენებთ, რომ ალასკაში გამართულ შეხვედრამდე დონალდ ტრამპი რუსეთს სანქციებით ემუქრებოდა, თუ ის სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევდა.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ანკორიჯში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.