დაგროვებითი პენსიიდან 153.2 მილიონი ლარი გაიცა - ვის და რა შემთხვევაში შეუძლია თანხის გატანა
1778518662
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ირანი სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულია, თუმცა შესაძლოა მათ ჯერ ეს გაცნობიერებული არ აქვთ. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანს აღარც სამხედრო შესაძლებლობები აქვს და აღარც ლიდერები ჰყავს, თუმცა ახლა მოლაპარაკებების წარმოება რთულ ადამიანებთან უწევს, რომლებიც მიღწეულ შეთანხმებებს მუდმივად არღვევენ. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, დაუშვებელია, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„არასდროს დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, რადგან ისინი შეშლილები არიან. ირანის ბირთვული შეთანხმება რომ არ შეგვეწყვიტა, ამ იარაღს ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. მეტიც, მათ აქვთ რაკეტები, რომლებითაც ევროპასაც მისწვდებოდნენ. ისინი სამხედრო კუთხით დამარცხებულები არიან. აღარც საზღვაო ფლოტი ჰყავთ, აღარც საჰაერო ძალები, არც იარაღი, არც რადარები, არც ლიდერები. ახლა საქმე გვაქვს რთულ ჯგუფთან - ჯერ გვთანხმდებიან, შემდეგ ამ შეთანხმებას არღვევენ. დღესვე რომ დავტოვოთ იქაურობა, ირანს აღსადგენად 20 წელი დასჭირდება“, - მიიჩნევს ტრამპი.