დონალდ ტრამპი ილონ მასკის დეპორტაციას არ გამორიცხავს

ტრამპი

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ილონ მასკის დეპორტაციას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა ეს შესაძლებლობა და განაცხადა, „არ ვიცი, უნდა განვიხილოთ“.

ტრამპმა ასევე დასძინა, რომ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს, რომელსაც ადრე მასკი ხელმძღვანელობდა, შესაძლოა მოუწიოს იმ სუბსიდიების გამოძიება, რომლებიც მილიარდერის კომპანიებმა მიიღეს.

მანამდე, ტრამპმა სოციალურ მედიაში გაფრთხილება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ თუ მასკი სუბსიდიებს დაკარგავს, მას „ალბათ მოუწევს მაღაზიის დახურვა და სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება“.