ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
1728324179
დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი იმყოფებოდა, რუსეთის საზღვართან ახლოს თანამგზავრული სიგნალი დაკარგა.
ჰილი ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განლაგებული ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების მონახულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. Dassault Falcon 900LX-ის ბორტზე GPS-ი მთელი სამსაათიანი ფრენის განმავლობაში არ მუშაობდა. ხარვეზებმა პილოტების კაბინაში ზოგიერთი ხელსაწყოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
ვარაუდობენ, რომ სიგნალის ჩახშობის უკან რუსეთი იდგა, - წერს The Times-ი. გაზეთი აღნიშნავს, რომ უცნობია, იყო თუ არა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი მიზანმიმართული თავდასხმის სამიზნე. მისი ფრენის მარშრუტი ხელმისაწვდომი იყო ავიარეისების თვალთვალის ვებ-გვერდებზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანული თვითმფრინავები რუსეთის საზღვართან სიგნალს კარგავენ. 2024 წლის მარტში, სავარაუდოდ, რუსეთმა ჩაახშო თანამგზავრული სიგნალი იმ თვითმფრინავზე, რომლითაც დიდი ბრიტანეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი, ნატოს წვრთნების შემდეგ პოლონეთიდან დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა. სიგნალის ჩახშობის პრობლემას მაშინ ბრიტანული კომპანიების სამოქალაქო თვითმფრინავებიც წააწყდნენ.