1749499270
დიდებული გადაწყვეტილება მივიღეთ, გაგვეგზავნა ეროვნული გვარდია კალიფორნიაში წაქეზებულ არეულობებთან გასამკლავებლად - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეროვნული გვარდიის გაგზავნის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, ლოს ანჯელესი მთლიანად განადგურებული იქნებოდა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
„ჩვენ მივიღეთ დიდებული გადაწყვეტილება, გაგვეგზავნა ეროვნული გვარდია კალიფორნიაში ძალადობრივ, წაქეზებულ არეულობებთან გასამკლავებლად. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ლოს ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა. ძალიან არაკომპეტენტური „გუბერნატორი“, გევინ ნიუსომი და „მერი“, კარენ ბასმა, უნდა ამბობდნენ „გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ, თქვენ შესანიშნავი ხართ. ჩვენ არაფერი ვიქნებოდით თქვენ გარეშე, სერ“. ამის ნაცვლად, ისინი ირჩევენ, მოატყუონ კალიფორნიისა და ამერიკის მოსახლეობა, რომ ჩვენ არ ვიყავით საჭირო და რომ ეს არის „მშვიდობიანი პროტესტი“. ძალადობის, განადგურების სურათებისა და ვიდეოების მხოლოდ ერთი ნახვა გეტყვით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ. ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რათა ერთად შევძლოთ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – წერს დონალდ ტრამპი.
კალიფორნიაში საიმიგრაციო აღსრულების სამსახურის ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები პარასკევს დაიწყო. დონალდ ტრამპის განკარგულებით, არეულობის ფონზე ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრი განთავსდა.