დამწვრობის პოტენციური საფრთხის გამო, 1,8 მილიონზე მეტი Ninja Foodi-ის წნევის ქვაბი ბაზრიდან გაიწვიეს

Ninja Foodi-

 დამწვრობის პოტენციური საფრთხის გამო, Ninja Foodi 1,8 მილიონზე მეტ მულტიფუნქციურ ქვაბს, ნებაყოფლობით, უკან გაიხმობს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიამ პროდუქციის უკან გაწვევის შესახებ 1 მაისს განაცხადა. მათი განმარტებით, კომპანიამ სხეულის დამწვრობის შესახებ 106 შეტყობინება მიიღო, რომელთაგან 50-ზე მეტი, მეორე ან მესამე ხარისხის დამწვრობა იყო.

სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიისა და Ninja-ს მშობელი კომპანიის, SharkNinja-ს ცნობით, აღნიშნული შემთხვევების შედეგად, სასამართლოში 26 სარჩელი შევიდა.

უკან გაწვევა შეეხო დაახლოებით 1 846 400 Ninja Foodi OP300-ის 6,5 კვართის მრავალფუნქციური წნევის ქვაბს. ისინი დამზადებულია ჩინეთში.