1746303287
ზელენსკი უნდა შეეგუოს, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე - პიტერ სიიარტო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. პიტერ სიიარტოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა შეეგუოს, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბლოკირების გამო გააკრიტიკა.