პენსია იზრდება - დეტალები ბიუჯეტის პროექტიდან
1790798518
ბრიტანეთში დააკავეს ძებნილი, რომელიც პოლიციას დიდ სათამაშოში ემალებოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯოშუა დობსონი, რომელიც მანქანის ქურდობისთვის მაისის შემდეგ იძებნებოდა, ცდილობდა სამართალდამცველები მოეტყუებინა და მისი ბინის ჩხრეკისას, პოლიციას დიდ სათამაშო დათვში დაემალა.
ერთ-ერთმა პოლიციელმა შეამჩნია, თუ როგორ „სუნთქავდა" დიდი ზომის სათამაშო დათვი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა შეამოწმეს და იქ, 18 წლის ბიჭი იპოვეს. ჯოშუას ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.