CNN: აშშ-ის თავდაცვის მდივანი ტრამპი-პუტინის სამიტს შეუერთდება

პიტ ჰეგსეტი და ტრამპი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ალასკაზე გაემგზავრა, - განუცხადა CNN-ს თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჰეგსეტი არ შედიოდა იმ ოფიციალურ პირთა სიაში, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს რუსეთის ლიდერთან სამიტზე თან ახლდნენ.

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი დენ კეინი ასევე პარასკევს გაემგზავრა ალასკაზე - ნათქვამია მის საჯარო განრიგში.