„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ანიანში, ე.წ. „მაღალტექნოლოგიური ზონაში“ მოხდა.
ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად 63 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ჰოსპიტალიზებულია ორი ადამიანი, კიდევ ორი კი დაკარგულად ითვლება.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების დეპარტამენტი დანაშაულში ეჭვმიტანილებს ამოწმებს.