შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
ამასიაში, მერზიფონის რაიონში, თეატრის მსახიობების სამარშრუტო ტაქსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
დაღუპულებს შორისაა, ცნობილი მსახიობები ოზგურ კარატაში და ბურაკ ტოპჩუ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიკროავტობუსი, რომელიც ჩორუმიდან სამსუნში მიდიოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევა სოფელ ჩაიბაშის მიმდებარედ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.