ჩინეთი Boeing-ის 200 თვითმფრინავს შეუკვეთავს - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტს, შონ ჰენიტის განუცხადა, რომ ჩინეთი Boeing-ის 200 თვითმფრინავს შეუკვეთავს, რაც ხელს შეუწყობს ამერიკაში საწარმოო სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

„ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, იმდენზე, რომ ყველაფრის განხილვა შეუძლებელია“, - განაცხადა ტრამპმა.

„ერთ რამეზე ის დღეს დამთანხმდა - აპირებს 200 თვითმფრინავის შეკვეთას. ეს დიდი ამბავია, Boeing-ები, 200 დიდი ხომალდი. ეს უამრავი სამუშაო ადგილია. Boeing-ს 150 უნდოდა, მან კი 200 შეუკვეთა“, - აღნიშნა მან.