ჩეხეთის რესპუბლიკის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ჩეხეთი

ჩეხეთის რესპუბლიკის დიდი ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი პრაღა და სხვა დიდი ქალაქები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ელექტროენერგიის გათიშვამ მასშტაბური შეფერხება გამოიწვია და პრობლემები შექმნა როგორც ქვეყნის რკინიგზაზე, ასევე მეტროსა და ტრამვაის მუშაობაზე.

„V411 ხაზზე ავარია მოხდა, რამაც ჩეხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ელექტროენერგიის ადგილობრივი გათიშვა გამოიწვია. ელექტროქსელის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და ქვესადგურების უმეტესობა დაზიანდა“, – განაცხადა ჩეხეთის ელექტროქსელის ოპერატორის ČEPS-ის წარმომადგენელმა, ლუკაშ ჰრაბალმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმციით, მიმდინარეობს ავარიის მიზეზების დადგენა. ენერგეტიკოსები ინტენსიურად მუშაობენ ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ცენტრალური კრიზისული შტაბი სრულ მზადყოფნაშია.

„ჩვენ ვიკვლევთ მიზეზებს და ვეძებთ პრობლემის გადაჭრის გზებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.