ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს
1765745302
ChatGPT-სთან აქტიური კომუნიკაციის შემდეგ, 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახი კომპანია OpenAI-ს უჩივის. შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა.
გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მოზარდი ჩატ-ბოტმა წაახალისა. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდას არაერთხელ განუხილავს ChatGPT-სთან თვითმკვლელობის მეთოდები — მათ შორის, იმ ღამითაც, როცა სიცოცხლე დაასრულა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩათ-ბოტი მოზარდს, მსგავსი თემატიკით დაინტერესების შემდეგ, რეკომენდაციას უწევდა, მიემართა შესაბამისი სამსახურებისთვის, თუმცა მოზარდმა ის მოატყუა და მიწერა, რომ სცენარს წერდა მოთხრობისთვის და ეს ინფორმაციაც სწორედ ამისთვის სჭირდებოდა.