ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

გლოვა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას NBC News-ი მსახიობის მენეჯერზე გრეგ ედვარდსზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსახიობი გარდაცვლილი ნიუ-იორკში, მის საცხოვრებელ სახლში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

გრინი 1965 წლის 8 ოქტომბერს ნიუ ჯერსის ქალაქ მონკლერში დაიბადა. სამსახიობო კარიერა მან 20 წლის ასაკში დაიწყო.

გრინს მონაწილეობა აქვს მიღებული კვენტინ ტარანტინოს საკულტო ფილმში „მაკულატურა“ და ჩაკ რასელის ფილმ „ნიღაბში“, ჯიმ კერისთან ერთად.