გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმის, ChatGPT-ის, მფლობელ კომპანიაში OpenAI 2023 წლის შემოდგომაზე დიდი საკადრო ცვლილება უნდა მომხდარიყო — უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და ძალადობრივ ქმედებებში დადანაშაულების გამო, ბრენდის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სემ ალტმანი, ორგანიზაციის მმართველმა საბჭომ დაითხოვა. ზუსტად 5 დღის შემდეგ, ალტმანი თანამდებობას დაუბრუნდა.
OpenAI-ის სწორედ ამ პერიოდს შეეხება ახალი ფილმი Artificial("ხელოვნური"), რომელსაც Amazon-ის სტუდია იღებს. ფილმისთვის საიმონ რიჩმა სცენარი უკვე დაწერა. ამჟამად კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლუკა გუადანინოსთან, რომელიც, დიდი ალბათობით, რეჟისორად მოგვევლინება.
პროექტის სამზადისი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად ენდრიუ გარფილდი განიხილება. Artificial-ში ასევე შეიძლება ვიხილოთ წლევანდელი ოსკაროსანი ფილმის, Anora-ის, მსახიობი იურა ბორისოვი (კომპანიის თანადამფუძნებლის, ილია სუცკევერის როლში) და ოსკარის ნომინანტი A Complete Unknown-ის ვარსკვლავი მონიკა ბარბარო (კომპანიის CTO მირა მურატის როლში).
ეს პირველი შემთხვევა როდია, როცა გუადანინო Amazon-ის სტუდიასთან ითანამშრომლებს; იტალიელი რეჟისორის გადაღებულია ფილმი After the Hunt, ენდრიუ გარფილდისა და ჯულია რობერტსის მონაწილეობით. ასევე შარშან გამოსული რომანტიკული დრამა Challengers, მთავარ როლში ზენდეიათი.