1747734795
ბრიტანეთი, საფრანგეთი და კანადა აცხადებენ, რომ ისრაელს სანქციებს დაუწესებენ, თუ განახლებულ სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს არ მოხსნის

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და კანადა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისრაელს სანქციებს დაუწესებენ, თუ განახლებულ სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს არ მოხსნის.
„ისრაელის მთავრობის მიერ მოსახლეობისთვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების უარყოფა მიუღებელია და შესაძლოა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას წარმოადგენდეს.
ჩვენ არ დავაყოვნებთ შემდგომი ზომების მიღებას, მათ შორის მიზნობრივი სანქციების დაწესებას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ისრაელის უფლებას, დაიცვას ისრაელელები ტერორიზმისგან, მაგრამ ეს ესკალაცია სრულიად არაპროპორციულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ არ დადგებიან ისრაელის გვერდით, ვიდრე ნეთანიაჰუს მთავრობა „ამ საზარელ ქმედებებს“ განაგრძობს.
ლიდერებმა ასევე გამოთქვეს მხარდაჭერა აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის ძალისხმევის მიმართ, რომელიც ღაზაში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს და განაცხადეს, რომ ისინი იღებენ ვალდებულებას, აღიარონ პალესტინის სახელმწიფო, როგორც ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის მიღწევაში წვლილის შეტანა.