„ექვსოთახიანი ბინა ვიყიდე... ეს არის ჩემი ოცნების სახლი“ - თამო ვაშალომიძე სახლის კადრებს აქვეყნებს
1777492330
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის პორტების ბლოკადის გახანგრძლივების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ იზრდება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 111.78 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ამერიკულ ბაზარს, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 100.5 დოლარს შაედგენს.
მედიის ცნობით, ნავთობის ბაზარზე არსებული სიტუაციის ფონზე, ნავთობის დისტრიბუციაში ჩართული კომპანიები შეშფოთებული არიან, რომ შეერთებული შტატები და ირანი ომის დასრულებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არ არიან.
„ჩიხი და სრუტის დახურვა კვლავ უარყოფითად მოქმედებს ნავთობის ფასებზე. რაც უფრო დიდხანს იქნება სრუტე დაკეტილი, მით უფრო უარყოფით გავლენას მოახდენს ეს გლობალურ ეკონომიკაზე“, – აცხადებს საინვესტიციო ბანკის, „ჯეფრისის“ ეკონომისტი მოჰიტ კუმარი.