მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა და საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
ბრაზილიაში პელეს ხსოვნის პატივსაცემად ცნობილი ადგილები გაანათეს.
პელემ ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქვეყნის კლუბ Bauru-ში დაიწყო. ამის შემდეგ კი 1956-1974 წლებში Santos-ის ღირსებას იცავდა, რომლის მაისურითაც 636 მატჩი ითამაშა და 618 გოლის გატანა შეძლო. პელეს საფეხბურთო კარიერის მომდევნო ეტაპი New York Cosmos-ს უკავშირდება. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ამ კლუბის ღირსება 64 შეხვედრაში დაიცვა და მისი მაისურით 37 გოლი გაიტანა.
ნახეთ ფოტოები:




