1753353596
Bloomberg: ჩინეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა გააორმაგა იმ იმედით, რომ გარკვეულ პარტიებს ფასდაკლებით მიიღებს, რადგან ინდოეთმა აშშ-ის მხრიდან სანქციების ფონზე რუსეთიდან იმპორტზე უარი განაცხადა

ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის შესყიდვა გაზარდეს და იმედი აქვთ, რომ გარკვეულ პარტიებს ფასდაკლებით მიიღებენ, რადგან ინდოეთმა აშშ-ის მხრიდან სანქციების ფონზე რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე უარი განაცხადა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჩინეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია და, როგორც წესი, ის მას შორეულ აღმოსავლეთში ყიდულობს. მაგრამ აგვისტოში Urals-ის მარკის ნავთობის დღიურმა შესყიდვამ, რომელიც ბალტიისა და შავი ზღვის მეშვეობით იგზავნება, 75 ათასი ბარელი შეადგინა. ეს თითქმის ორჯერ აღემატება საშუალო თვიურ მაჩვენებელს. ამასთან ერთად, ინდოეთში ნავთობის ექსპორტი დღეში 40 ათას ბარელამბე შემცირდა.
„საერთო ჯამში ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ინდურისგან განსხვავებით კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან, რათა რუსული ნავთობის ყიდვას აგრძელებენ“, - ციტირებს Bloomberg-ი კომპანია Energy Aspects Ltd-ს ანალიტიკოსს იანან სუნს.
სუნის თქმით, Urals-ის მარკის „შავი ოქრო“, რომლის იმპორტი რუსეთის დასავლეთიდან იწარმოება, კვლავ კონკურენტუნარიანია, ვიდრე შორეული აღმოსავლეთიდან წამოსული ნავთობი.