როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
ეგზისტენციალური საფრთხის თავიდან არიდების შემდეგ, ისრაელის მთავარი ამოცანა მძევლების დაბრუნებაა, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის შიდა დაზვერვის საგანგებო სხდომაზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას სჯერა, რომ მისიას, რომელიც ჰამასის დამარცხებას გულისხმობს, ისრაელი შეასრულებს.
„თავიდან ავიცილეთ ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის ორი საფრთხე. ამ გამარჯვების შემდეგ, ბევრი შესაძლებლობა გაჩნდა. პირველ რიგში ეს მძევლების გადარჩენაა. რა თქმა უნდა, მოსაგვარებელია ღაზის პრობლემა. უნდა დავამარცხოთ ჰამასი და მჯერა, რომ ამ მისიას შევასრულებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ღაზის სექტორში, ჰამასის ტყვეობაში ამ დროისთვის, 50 მძევალი რჩება. ვარაუდობენ, რომ 20 მათგანი ცოცხალია.