ბელგიის ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის არეალი ორჯერ გაიზარდა

ბელგიის ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის არეალი

ბელგიაში არდენების ბუნებრივ ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის არეალი ბოლო 24 საათში ორჯერ გაიზარდა. სტიქიის ეპიცენტრი გერმანიის საზღვრიდან 3 კილომეტრში მდებარეობს.

ბელგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს 250-ზე მეტი მეხანძრე, სამხედრო, პოლიციელი და სამოქალაქო დაცვის თანამშრომელი ებრძვის. ოპერაციას შეუერთდნენ გერმანელი და ლუქსემბურგელი მეხანძრეებიც.