1693764619
ბაიდენის ვაჟმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან მამის წარუმატებელი დებატები ხანგრძლივი ფრენების შემდეგ დაღლილობისა და საძილე მედიკამენტის მიღების შედეგი იყო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟმა, ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა, რომ მამის წარუმატებელი დებატები დონალდ ტრამპთან , ხანგრძლივი ფრენების შემდეგ დაღლილობისა და საძილე მედიკამენტის მიღების შედეგი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ჰანტერ ბაიდენის თქმით, მან ზუსტად იცის, რა შეემთხვევა მამამისს დებატების დროს.
„მას ამბიენი მისცეს, რათა დაეძინა, შემდეგ კი სცენაზე გამოვიდა“, – განაცხადა ჰანტერ ბაიდენმა.
მედიის ცნობით, ამბიენი არის მედიკამენტი, რომელიც ძილის პრობლემების მოკლევადიანი მკურნალობისთვის გამოიყენება.
როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი კემპ-დევიდში რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა დებატებისთვის თავის თანაშემწეებთან ერთად. კემპ-დევიდში ჩასვლამდე ბაიდენი ევროპაში და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის გამოსვლამ ტრამპთან დებატებში, რომლის დროსაც დემოკრატს რეგულარულად არ შეეძლო თავისი აზრის ბოლომდე ჩამოყალიბება, ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ბაიდენის კანდიდატურაზე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. დებატებიდან მალევე მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.