6 რამ, რაც თქვენს ოჯახს „გასცემს“, რომ ფინანსური პრობლემები გაქვთ
1751269340
აზერბაიჯანული მედია მასალებს ავრცელებს, რომლითაც ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის კუთვნილი Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი 2024 წლის დეკემბერში ბაქო-გროზნოს რეისის შესრულების დროს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო.
მედიის თანახმად, მათ რედაქციას ანონიმურად მიაწოდეს აუდიოჩანაწერი და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების კაპიტნის, ვინმე დიმიტრი პალადიჩუკის წერილობითი ახსნა-განმარტება.
კაპიტანი პალადიჩუკი წერს, რომ 2024 წლის დეკემბერში ის გროზნოს საჰაერო სივრცეს იცავდა. 25 დეკემბრის დილის 08:10 საათზე მან Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი შენიშნა და მეთაურს მისი კოორდინატები გადასცა.
მეთაურმა მას თვითმფრინავის მიმართულებით სროლა უბრძანა. პირველი რაკეტა საჰაერო ხომალდს არ მოხვდა. ამის შემდეგ მეთაურმა მას ცეცხლის მეორედ გახსნა უბრძანა. აზერბაიჯანული მედიის განცხადებით, მოწოდებული მასალების ავთენტურობა ჯერ კიდევ დასამტკიცებელია.
ცნობისთვის, Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს ბაქოდან გროზნოში მიემართებოდა, თუმცა საფრენი აპარატი გროზნოსთან ახლოს საჰაერო თავდაცვის სისტემის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა. საბოლოოდ თვითმფრინავმა, კატასტროფა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვების დროს განიცადა.
ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთი ავიაკატასტროფის გარემოებების დამალვაში დაადანაშაულა. ალიევმა განაცხადა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ რუსეთი გროზნოს საჰაერო სივრცეს დროულად დაკეტავდა.