1747168660
აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ერევანი ბაქოს ბრალდებებს უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა სამხედრო შენაერთებმა საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღიდან აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ინციდენტი გორუსისა და ჩამბარაკის რაიონებში მოხდა.
„აზერბაიჯანის საჯარისო შენაერთებმა აღნიშნული მიმართულებებით ადეკვატურ ზომებს მიმართეს“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელების ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ 13 მაისს 08:45 და 09:30 შუალედში სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის აღმოსავლეთითა და სამხრეთით განლაგებულ აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რეალობას არ შესაბამება“, - აღნიშნულია განცხადებაში.