მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
„ავატარი 2"-ის ყურებისას მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. შემთხვევა ინდოეთში მოხდა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სრინუ თავის უმცროს ძმასთან ერთად იმყოფებოდა, როცა ფილმის ყურებისას გარდაიცვალა.
რეჟისორ ჯეიმს კამერონის ცნობილი ფილმის - „ავატარის“ მეორე ნაწილი ოფიციალურად პარასკევს გამოვიდა.
ასეთივე შემთხვევა 2010 წელს ტაივანშიც მოხდა. 42 წლის კაცი ავატარის პირველი ნაწილის ყურებისას გარდაიცვალა.