ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
1753504680
აშშ-ში, ბორტგამცილებელს, რომელსაც ბრალი ედებოდა თვითმფრინავის ტუალეტის სახურავზე მობილური ტელეფონის მიმაგრებაში, რათა ფარულად გადაეღო ახალგაზრდა გოგონებისთვის, სასამართლომ 18,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
American Airlines-ის ყოფილ ბორტგამცილებელს, ესტეს კარტერ ტომპსონ III, 18½ წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შემდეგი 5-წლიანი პირობითი გათავისუფლებით. ბოსტონში აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ჯულია კობიკმა, მის საქციელს "საშინელი" უწოდა და თქვა, რომ მისმა მსხვერპლმა პატარა გოგოებმა, მისი ქმედებებით უმწიკვლობა დაკარგეს.
ტომპსონი 2024 წლის იანვარში, ლინჩბურგში, ვირჯინიის შტატში დააკავეს და ბრალი წაუყენეს. დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფრენის დროს 14 წლის გოგონამ ტუალეტში მისი საიდუმლო ჩამწერი მოწყობილობა აღმოაჩინა.
გასულ წელს, მას ბრალი წაუყენეს ბავშვის სექსუალური ექსპლუატაციის მცდელობის ერთ ეპიზოდში და არასრულწლოვანის სექსუალური ძალადობის ამსახველი სურათების ფლობის ერთ ეპიზოდში.
მან სასამართლოზე ბოდიში მოიხადა და თავის ქმედებებს "ეგოისტური, გარყვნილი და არასწორი" უწოდა.