„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
აშშ-ში, ვირჯინიაში 6 წლის ბიჭი მასწავლებლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ CNN წერს.
როგორც ადგილობრივი პოლიციის უფროსმა სტივ დრიუმ აღნიშნა, ეს არ ყოფილა შემთხვევითი გასროლა.
სამართალდამცველის თქმით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჩხუბი მოხდა.
„არის კითხვები, რომლებიც გვინდა დავსვათ და გავარკვიოთ. მინდა ვიცოდე, საიდან მოვიდა ეს ცეცხლსასროლი იარაღი, რა სიტუაცია იყო, ” - აცხადებს პოლიციელი.
პოლიციის ცნობით, მასწავლებლის მდგომარეობა მძიმეა და მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიშია.
სტივ დრიუს ინფორმაციით, კონფლიქტში სხვა მოსწავლეები არ მონაწილეობდნენ.
GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1757605431