ვრცელდება დედის და ბებიის დაკავების კადრები, რომლებმაც 8 წლის ბიჭი სცემეს და საღორეში ჩაკეტეს
1745667003
ყოფილი ბიზნეს-კონსულტანტი ბრენდან ჰენრაგანი, რომელიც მარკო რუბიოს ყოფილი თანამშრომელია, 25 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბიუროს უფროსი ოფიციალური წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა.
ჰენრაგანი ადრე კერძო ამერიკულ კომპანიაში ინვესტორად მუშაობდა, ასევე ის მოღვაწეობდა პოლიტიკის საკითხებში მრჩევლად აშშ-ის სენატის კომიტეტში. მას ძირითადად მცირე ბიზნესისა და მრეწველობის საკითხები ებარა. კომიტეტს კი მარკო რუბიო ხელმძღვანელობდა.
ჰენრაგანს დამთავრებული აქვს ჰარვარდი. მას ასევე სტენფორდის უმაღლესი სკოლის მაგისტრის წოდება აქვს საქმიანი ადმინისტრირების მიმართულებით.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის მინისტრთა კაბინეტი აპირებს, რომ ისევ აკონტროლოს საკადრო და საბიუჯეტო გადაწყვეტილებები მთავრობაში მას შემდეგ, რაც ილონ მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს დატოვებს.