გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
აშშ-ს პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხს ცნობით, ბაიდენს გაციების სიმპტომები ორშაბათს საღამოს გამოუვლინდა. სიმპტომების საშუალო სიმძიმისაა. პირველი ლედი აცრილია, მას ბუსტერ-დოზა ორჯერ აქვს გაკეთებული. ბაიდენი „პაქსლოვიდით“ მკურნალობს.
ჯილ ბაიდენი სამხრეთ კაროლინაში, კერძო რეზიდენციაში იმყოფება და თეთრ სახლში ტესტის ზედიზედ ორი ნეგატიური პასუხის მიღების შემდეგ დაბრუნდება.