აშშ-მა ისრაელში საელჩო დროებით დახურა

ისრაელში საელჩო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელში დროებით საელჩო დახურა. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

მარკო რუბიოს უწყების ცნობით, იერუსალიმში შეერთებული შტატების საელჩო 20 ივნისამდე არ იფუნქციონირებს. დროებით დაიხურება ამერიკის საკონსულოც თელ-ავივში.

„უსაფრთხოების სფეროში არსებული სიტუაციისა და ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო აშშ-ის საელჩომ განკარგულება გასცა, რომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები საცხოვრებელ ადგილებთან არსებულ თავშესაფრებთან ახლოს დარჩნენ“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.