აშშ-ის ცაზე, შეჯახების თავიდან ასარიდებლად გაკეთებული უხეში მანევრების გამო, თვითმფრინავის ორი ბორტგამყოლი დაშავდა

თვითმფრინავი

აშშ-ის ცაზე, Southwest Airlines-ის თვითმფრინავმა, ჰაერში სხვა თვითმფრინავთან შეჯახების თავიდან ასარიდებლად მკვეთრი მანევრი გააკეთა, რის შედეგადაც ორი ბორტგამყოლი დაშავდა.

მედიის ცნობით, შეჯახების თავიდან ასაცილებლად, Southwest Airlines-ის თვითმფრინავი იძულებული გახდა "აგრესიულად“ დაშვებულიყო.

ინციდენტი ჰოლივუდ-ბურბენკის აეროპორტის თავზე მოხდა. თვითმფრინავი ლას-ვეგასისკენ მიემართებოდა.