აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპას სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპაში ადამიანებს თავიანთი მთავრობების კრიტიკისთვის ასამართლებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპას სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით აკრიტიკებს.

აშშ-ის საგარეო უწყება აცხადებს, რომ სოციალური მედიისა და სხვა ონლაინ პლატფორმების რეგულირება „ორუელისეულ“ ცენზურას წარმოადგენს.

„ევროპაში ათასობით ადამიანს ასამართლებენ საკუთარი მთავრობების კრიტიკის დანაშაულისთვის. ეს „ორუელისეულ“ გზავნილი შეერთებულ შტატებს ვერ მოატყუებს. ცენზურა თავისუფლება არ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მედიის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეს პრეტენზია დაუკავშირა „ციფრული სერვისების აქტს“, ევროკავშირის ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის წესების წიგნს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, „ციფრული სერვისების აქტი“ მხოლოდ ევროპელ ლიდერებს იცავს საკუთარი ხალხისგან.