1753301989
მიხეილ სარჯველაძე: ადრე, მანკიერი, ე.წ. ლიბერალური მიდგომებით ბევრ პროგრამას ჰქონდა ფუნქცია დაკარგული. ის არ ფუნქციონირებდა იმ მიზნით, რომ განკურნებულიყო წამალდამოკიდებული ადამიანი, ამ თვალსაზრისით ბევრი რამ გვექნება შესაცვლელი. ჩვენ შევეცდებით, რომ თითოეული ნაწილი შედეგზე იყოს ორიენტირებული

„ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, რომელიც დაწყებულია უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ, აღარ იქნება წამალდამოკიდებული“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია, ქვეყანა ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას და მათი არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას.
„ადრე, მანკიერი, ე.წ. ლიბერალური მიდგომებით ბევრ პროგრამას ჰქონდა ფუნქცია დაკარგული. ის არ ფუნქციონირებდა იმ მიზნით, რომ განკურნებულიყო წამალდამოკიდებული ადამიანი, ამ თვალსაზრისით ბევრი რამ გვექნება შესაცვლელი. ჩვენ შევეცდებით, რომ თითოეული ნაწილი შედეგზე იყოს ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ, სულ მცირე შეძლებს, რომ აღარ იყოს დამოკიდებული წამალზე. ამისთვის ყველა რესურსი იქნება გამოყენებული.
ჩვენ ამ მხრივ ფართო მასშტაბით გვაქვს მუშაობა დაწყებული. მათ შორის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებით, ესეც თავის მხრივ მკურნალობის ეფექტიანობას ემსახურება. მეორე მხრივ მნიშვნელოვანია პროცედურები, პროგრამების შემუშავება, ფსიქოლოგის ჩართულობა.
15 აგვისტოდან უქმდება კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას და შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი მოვარგოთ პაციენტების ინტერესებს, თუმცა მათთაც მოუწევთ სიახლეების მიღება.
ჩვენ შევქმენით ერთი კონკრეტული პუნქტი, სადაც ყველაფერი გვაქვს მზად, რომ დავიწყოთ იმ პროგრამის განხორციელება რასაც ჰქვია იძულებითი მკურნალობა. ნებისმიერ გამოწვევისთვის მზად ვართ, ვინაიდან არ ვიცით წინასწარ რა სირთულის პაციენტთან გვექნება საქმე და როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. გზადაგზა ბევრი რაღაცა გვექნება დასაგეგმი. ჩვენ ამ გეგმებზე ვმუშაობთ.
ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე დაახლოებით 100-დან 150 ადგილამდე გვექნება განსაზღვრული“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.