აშშ და ჩინეთი სავაჭრო დაძაბულობის შემცირების ჩარჩოზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი სავაჭრო დაძაბულობის შემცირების ჩარჩოზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი სავაჭრო დაძაბულობის შემცირების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ ახლა ამ გეგმას თავიანთი ქვეყნების პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს დამტკიცებისთვის წარუდგენენ.

თეთრი სახლის ეკონომიკურმა მრჩეველმა, კევინ ჰასეტმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია, გააუქმოს ახლახან დაწესებული ექსპორტზე კონტროლი ისეთ საქონელზე, როგორიცაა ნახევარგამტარები, თუ ჩინეთი დააჩქარებს იშვიათი ლითონებისა და წიაღისეული მინერალების მიწოდებას, რომლებიც მისი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.