Artemis 2-ის ეკიპაჟმა დედამიწიდან ადამიანის მიერ გავლილი ყველაზე დიდი მანძილის ახალი რეკორდი დაამყარა

არტემისი

აღმოსავლეთის დროით 13:56 საათზე, Artemis 2-ის ეკიპაჟის დედამიწიდან დაშორებამ 248,655 მილს (დაახლოებით 400,171 კმ) გადააჭარბა, რითაც 1970 წელს Apollo 13-ის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა.

მომდევნო საათებში ეკიპაჟი კიდევ უფრო შორს გაემგზავრება და, პროგნოზის მიხედვით, მანძილი 252,760 მილს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ  „ორიონი“, რომლის ბორტზეც 4 ასტრონავტი - რიდ უაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი იმყოფება მთვარისკენ 1 აპრილს აფრინდა.

Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის ზედაპირზე არ დაეშვება, არამედ მას გარშემო შემოუვლის. ადამიანი მთვარეზე ფეხს მისია Artemis 4-ის დროს დადგამს (ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად), რომელიც 2028 წლისთვისაა ჩანიშნული. ახლანდელი ფრენა სწორედ ამისთვის მომზადებას ემსახურება. 

დედამიწის თანამგზავრთან „ორიონის“ გადაფრენა პირდაპირ ეთერში სხვადასხვა პლატფორმაზე გადაიცემა.

ამავე თემაზე:

41 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი გაწყდება - Artemis 2-ის ყველაზე დაძაბული მომენტი