შეკრიბეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედზე
1751718062
არქეოლოგებმა რომაულ საფორტიფიკაციო სიმაგრე "მაგნას" მიმდებარედ ფეხსაცმელები აღმოაჩინეს, რომელთა ზომაც 30 სანტიმეტრს აღემატება. ისინი მეტწილად ტყავის ლანჩების სახითაა მოღწეული. მათ ჩრდილოეთ ინგლისში, ადრიანეს კედლის გაყოლებაზე, მიაკვლიეს.
ამ არეალში უზარმაზარი ფეხსაცმელები აქამდეც უპოვიათ, ახლა კი მათი რიცხვი უკვე 8 არის. მეცნიერები ამბობენ, რომ მაგნას კოლექცია მართლაც გამორჩეულია, რადგან ფეხის ძალიან დიდ ზომაზეა მორგებული. ეს ლანჩები საშუალო სიდიდით მთავარ სიმაგრეში, ვინდოლანდაში, ნაპოვნი ნიმუშების უდიდეს ნაწილსაც აღემატება. მათ შორის მანძილი 11 კილომეტრია.
პირველად მაისში არქეოლოგებმა 32 სანტიმეტრი სიგრძის ლანჩას მიაგნეს. ის იმ ვიწრო და ღრმა თხრილებში იყო, რომლებით წყლით ივსებოდა და თუ მტერს იქ ფეხი ჩაუვარდებოდა, კოჭს სტკენდა. თხრილებში არსებულმა პირობებმა ტყავის დღემდე შემონახვას შეუწყო ხელი. ამ ფეხსაცმლის ზომა 48-ს შეესაბამება. შედარებისთვის, დღესდღეობით აშშ-ში კაცების ფეხის საშუალო ზომა დაახლოებით 43-44-ია.
დამატებითმა გათხრებმა სულ 32 ფეხსაცმელი გამოავლინა, რომელთაგანაც ზოგი ზრდასრულისაა, ზოგი კი — ბავშვის. იქ ნაპოვნი ნიმუშების 25%-ის სიგრძე 30 სანტიმეტრს აღემატება. ერთ-ერთი და ყველაზე დიდი 32.6 სანტიმეტრისაა. ვინდოლანდას კოლექციაში ასეთი მხოლოდ 16 ფეხსაცმელია.
მეცნიერთა თქმით, ეს აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ყველა პოპულაცია ერთნაირი არ იყო — ადრიანეს კედლის გაყოლებაზე მყოფი ადამიანები ერთმანეთისგან არამხოლოდ კულტურულად, არამედ ფიზიკურადაც განსხვავდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ახალაღმოჩენილ ფეხსაცმელებს სპეციალური შენახვის პროცესი არ გაუვლია, რაც დაახლოებით 1-სანტიმეტრიან შემჭიდროებას იწვევს ხოლმე. შესაბამისად, მას ვინდოლანდას კოლექციასთან დეტალურად ჯერ ვერ ადარებენ. ამის მიუხედავად, ისინი მაინც ძალიან დიდია.