ანჯეი დუდა აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისას უკრაინას მოუწევს გარკვეულ დათმობაზე წასვლა

ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, ყველა მხარეს მოუწევს გარკვეულ დათმობაზე წასვლა.

„ეს უნდა იყოს კომპრომისი. მხედველობაში მაქვს, რომ დე ფაქტო ეს მშვიდობა, ჩემი პირადი შეხედულებით, უნდა დავიდეს იმ ეტაპამდე, როდესაც ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს თქმას, რომ ეს ომი მოიგო. ამიტომაც ყველა მხარეს მოუწევს რაღაც თვალსაზრისით დათმობაზე წავსლა“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მისივე თქმით, უკრაინას ასევე მოუწევს გარკვეული თვალსაზრისით დათმობა, რადგან ეს სავარაუდოდ მოხდება.

„რა დონეზე? მე ამ კითხვაზე პასუხი მიჭირს“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

დუდამ ასევე განაცხადა, რომ ომი ზიანს აყენებს ორივე ქვეყანას. მისივე განმარტებით, მხოლოდ ამერიკელების ზეწოლას შეუძლია ომის დასრულება და ისეთი მშვიდობის დამყარება, რომელიც არცერთი მხარისთვის არ იქნება კომფორტული.