„ქარბუქი, შტორმი და ძლიერი ქარი“ - გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ
1771317504
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ეთანხმება და მხარს უჭერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იდეას, სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნების გაერთიანების შესახებ.
მისი თქმით, სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნები თუ გაერთიანდებიან, შეზღუდვების ინიციატორები თავად შეშინდებიან.
„ჩვენ თუ გავერთიანდებით და შეთანხმებას მივაღწევთ, შეშინდებიან ისინი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ სანქციები დააწესა,“ – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, ამჟამად 50 ქვეყანა პირდაპირი სანქციების ქვეშაა და „მეორადი ეფექტი სავარაუდოდ უკვე ასობით სახელმწიფოზე მოქმედებს.“
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვმართა და გვთხოვა, ეს საკითხი განგვეხილა და როგორმე გაგვეერთიანებინა ყველა, ვინც სანქციების ქვეშ იმყოფება. ჩვენ ასევე დავარწმუნეთ ჩინეთი. მათი დარწმუნება საჭირო არ არის, მათ ესმით, რომ შემდეგი ისინი იქნებიან,“ – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისივე თქმით, საჭიროა, რომ ეს ქვეყნები „გაერთიანდნენ და თავიანთი ძალა აჩვენონ.“