„ქმარს ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ კი მანქანით გადაურა..." - საქმე, რომლის გახსნას წლები დასჭირდა
1751892315
ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის უფროსი სამხედრო მრჩეველი აცხადებს, რომ ირანის შეიარაღებული ძალები მტრის ყველა გეგმისთვის მზად არიან. გენერალ იაჰია რაჰიმ საფავის თქმით, სიონისტებმა იციან, რომ ირანის ზოგიერთი ძალები, როგორიცაა საზღვაო ძალები და „ყუდსის ძალები“, ჯერ არ შესულან ბრძოლაში და ჯერ არმიაც კი არ ჩართულა.
„ჩვენ რამდენიმე ათასი რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი დავამზადეთ და მათი ადგილი უსაფრთხოა“, – აღნიშნა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
პარალელურად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მრჩეველმა, ბრიგადის გენერალმა ებრაჰიმ ჯაბარიმ განაცხადა, რომ ირანის თავდაცვითი ობიექტების უმეტესობა ჯერ კიდევ არ არის ნაჩვენები.
„მოწამე ჰაჯიზადემ ერთხელ თქვა, რომ თუ ირანს, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ომი დაიწყება, რესურსები არ გამოგველევა, თუ მათ ორი წლის განმავლობაში ყოველდღე რაკეტებს ვესვრით. თუ სიონისტი მტერი ომის გაგრძელებას და ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმას მოისურვებს, ეს სანახაობრივი დღე იქნება, რადგან ჩვენი არმია, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, სახმელეთო და საჰაერო ძალები, მთელი თავისი ძალით გამოვლენ ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ებრაჰიმ ჯაბარიმ.