კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს
1747753068
ირანის სულიერ ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ირანი-აშშ-ს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში ეჭვი ეპარება.
ირანის ყოფილი პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხამენეიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს რაისის პრეზიდენტობის დროს შედეგი არ მოუტანია.
„არაპირდაპირი მოლაპარაკებები ჯერ კიდევ რაისის პერიოდში მიმდინარეობდა, თუმცა ამას მაშინ შედეგი არ ჰქონია და ვფიქრობ, რომ არც ახლა ექნება, ვინ იცის. ამერიკული მხარე, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში, უნდა ეცადოს, რომ სისულელეები არ ისაუბროს“, – აღნიშნა ხამანეიმ.
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ამ კვირას რომში უნდა გაიმართოს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ შეხვედრა შეიძლება, ჩაიშალოს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ვაშინგტონი თუ გააგრძელებს დაჟინებით მოთხოვნას, რომ თეირანმა თავი შეიკავოს ურანის ადგილობრივი გამდიდრებისგან, მაშინ მოლაპარაკებები ჩაიშლება.