აბუ-დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა

კი

აბუ-დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.

უწყების ცნობით, ქვეყნის მიმართულებით დასავლეთის საზღვრიდან სამი დრონი გაისროლეს, რომელთაგანაც ორის განეიტრალება მოხერხდა. მესამე დრონის აფეთქების შედეგად ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.