ნანუკა ჟორჟოლიანი 3 დღით დააკავეს
1779185035
მექსიკაში შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი, მათ შორის, ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა პუებლის შტატში მოხდა.
ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, შეიარაღებულებმა ცეცხლი მოქალაქეებს მიზანმიმართულად გაუხსნეს. დამნაშავეთა ადგილსამყოფლის დადგენას მექსიკელი სამართალდამცველები ცდილობენ.
შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ პირობა დადო, რომ მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება, თავდასხმის მოტივის დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.