4 წლის ბავშვმა შემთხვევით 2 წლის ძმა მოკლა (უცხოეთი)

სასწრაფო აშშ

აშშ-ის ვისკონსინის შტატში ორი წლის ბიჭი შემთხვევით სროლის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ წერს People.

პოლიციამ დაღუპულის სახელი არ გაასაჯაროვა. ჟურნალისტების ინფორმაციით, სროლა მოხდა მანქანაში, რომელიც მისი სახლის ეზოში, შესასვლელთან იდგა.

ბიჭი მანქანაში კიდევ ორ ბავშვთან ერთად იჯდა და მშობლებს ელოდებოდა. მშობლებმა სახლში რაღაც დაავიწყდათ და ცოტა ხნით უკან დაბრუნდნენ. ამ დროს ოთხი წლის ბავშვმა აიღო პისტოლეტი, რომელიც მანქანის წინა პანელზე იდო. მან იარაღი უმცროს ძმას დაუმიზნა. იარაღი დატენილი აღმოჩნდა და გასროლა მოხდა.